უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი გრძელდება. წუხელ თურქეთის მიმართულებით სიმინდით დატვირთული კიდევ ორი გემი დაიძრა. ექსპორტირებული მარცვლეულის საერთო მოცულობამ 10 სატვირთო გემი შეადგინა. მარცვლეულის ექსპორტს გაეროსა და თურქეთის მიერ შექმნილი სპეციალური საკოორდინაციო საბჭო აკონტროლებს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლიბანის კერძო კომპანიამ უარი თქვა უკრაინული სიმინდის ყიდვაზე, რომლითაც ომის განმავლობაში ოდესის პორტიდან გასული პირველი გემი იყო დატვირთული. კომპანიამ გადაწყვეტილება მარცვლეულის მიწოდების 5-თვიანი შეფერხებით ახსნა.