უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკის იქ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დახვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს .
ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელმძღვანელობას, პარლამენტის წევრებსა და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება, რომლებიც იქ მომზადებას გადიან. გარდა ამისა, დაგეგმილია აუდიენცია დიდი ბრიტანეთის მეფესთან.