უკრაინის პრეზიდენტი ბუბა კიკაბიძის სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, მეგობრებს და თაყვანისმცემლებს!
ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო, ამ დიდი ხელოვანისა და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო, ლეგენდა, რომელიც ყველასთვის მისაბაძი მაგალითი იყო.
უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის!
ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში შევა, როგორც დიდ ქართველის, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში, ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ!
გლოვის ნიშნად ქედს ვხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემელთან ერთად.
ვახტანგ კიკაბიძის ნათელი ხსოვნა ყველა უკრაინელის გულში სამუდამოდ დარჩება – ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილში – ვოლოდიმირ ზელენსკი