Site icon megatv.ge

უკრაინის პოლიციამ „კანონიერი ქურდი“,  მეტსახელად „მამუკა” დააკავა

ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში, უკრაინის პოლიციამ „კანონიერი ქურდი“,  მეტსახელად „მამუკა” დააკავა.

მას  ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, პერსონალური სპეციალური სანქციები ჰქონდა შეფარდებული.

უწყების ინფორმაციით, “მამუკა” ასევე “კანონიერი ქურდის,” ტარიელ ონიანის ნათესავია და მან “სტატუსი” 2013 წელს, სტამბულში მიიღო.

45 წლის მამაკაცი 10 მაისს, სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. ამჟამად  მიმდინარეობს მისი უკრაინიდან იძულებითი ექსტრადიციის საკითხის განხილვა.

Exit mobile version