ქუთაისის საკრებულოზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები უკრაინის დროშითა და უკრაინის დროშის ფერებში მოხატული პირბადეებით გამოცხადდნენ. ასე გამოხატეს მათ მეგობარი სახელმწიფოს მიმართ მხარდაჭერა.
ოპოზიციამ წინადადება წამოაყენა ერთობლივი მხარდამჭერი წერილები გაუგზავნონ ქუთაისის დამეგობრებულ ქალაქებს უკრაინაში.
,,ცფიქროვ ეს ის საკითხია, რომელზეც ყველანი ვჯერდებით,, – აღნიშნა გიგა შუშანიამ.
ინიციატივა დადებითად შეაფასეს საკრებულოს დეპუტატებმა. მხარეები სხდომის შემდეგ შეკრებასა და ერთობლივი გზავნილების შემუშავებაზე შეთანხმდნენ.