უკრაინის დახმარება არ შეჩერდება, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციასა და მისი ფინანსების შესუსტებას, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.
„მაშინ, როდესაც რუსეთის უკრაინაში უკანონო შეჭრიდან მალე 6 თვე შესრულდება, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ დაღლილობა. უკრაინის დახმარება არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციასა და მისი ფინანსების შესუსტებას. დღევანდელი სანქციების პაკეტი აძლიერებს მიმდინარე სანქციებს და მათ უფრო ეფექტურს ხდის“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.