დეოკუპირებულ ვოვჩანსკში (ხარკოვის ოლქი) უკრაინელმა სამართალდამცავებმა მოღალატე დააკავეს, რომელიც ოკუპანტებს უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების განხორციელებაში ეხმარებოდა.
უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, დაკავებული 45 წლის კაცია. მარტში მან ხელმოწერების უკანონო შეგროვება დაიწყო ვოვჩანსკის ამჟამინდელი მერის გადადგომის მოთხოვნით და ამ თანამდებობის დაკავებას თავად გეგმავდა.
უწყების ცნობით, მოღალატემ რუსებს ქალაქში მცხოვრები უკრაინელი სამართალდამცველების სახელები და მისამართები გადასცა. გარდა ამისა, მოღალატის რჩევის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა გაძარცვეს უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო ნაწილი, ადგილობრივი ბენზინგასამართი სადგურები და ვოვჩანის ხორცის გადამამუშავებელი ქარხნის საწყობები.
მან რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რუსული დროშა პირადად აღმართა ქალაქის ცენტრში.
დაკავებულს ქონების ჩამორთვმევა, 15 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება