უკრაინაში, ვინიცას მერის, სერჰი მორგუნოვის ინფორმაციით ვინიცამ შვეიცარიისგან კიდევ სამი ტრამვაი,
Tram2000 მიიღო. ისინი 60-70-იან წლებში წარმოებულ Mirage ტრამვაებს ჩაანაცვლებენ და მუშაობას ზაფხულიდან დაიწყებენ.
ვინიცის სატრანსპორტო ოპერატორებმა მიღებული ტრამვაების უკრაინის მოთხოვნებთან ადაპტაცია უკვე დაიწყეს.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ვინიცაში 19 პოლონური Solaris Trollino ტროლეიბუსი ექსპლუატაციაში შევიდა.