Times-ის ინფორმაციით, უეგა “გაზპომთან” კონტრაქტის გაწყვეტის გეგმაზე მუშაობს. მხარეებს შორის დადებული მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლამდე არის გათვლილი.
არაა გამორიცხული, რომ თანამშრომლობა შეწყდეს ნაადრევად, ახლავე. უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს უახლოეს პერიოდში, იქამდე კი საფეხბურთო ორგანიზაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა მალე გაიმართება და ყველა დეტალურად საკითხს განიხილავენ”, – განუცხადა უეფამ გერმანულ საინფორმაციო სააგენტო SID-ს.