Site icon megatv.ge

ტრამპი ნატოსთან მომავალი ურთიერთობის გეგმას ამზადებს-Politico

გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ამზადებს ნატოსთან მომავალი ურთიერთობის გეგმას. გამოცემა წერს, რომ ორწელიწადნახევრიანი უკრაინის კონფლიქტის სწრაფი გადაწყვეტა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრამპის გეგმებში ალიანსთან დაკავშირებით.
ტრამპთან დაახლოებული ეროვნული უსაფრთხოების ორი ექსპერტის თქმით, ის განიხილავს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ნატო უარს იტყვის შემდგომ გაფართოებაზე აღმოსავლეთით – კონკრეტულად უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე – და ტრამპს მოლაპარაკება ექნება პუტინთან იმის შესახებ, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილის თავისთვის დატოვება შეუძლია მოსკოვს.
Exit mobile version