ტრამპის Twitter-ის ანგარიში აღდგენილია – ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ილონ მასკმა გაავრცელა და დაწერა, რომ საკითხზე მოქალაქეების გამოკითხვა ჩატარდა.
15 მილიონზე მეტმა ადამიანმა – Twitter-ის 237 მილიონი ყოველდღიური მომხმარებლიდან – ანგარიშის აღდგენას ხმა 51,8%-მა მისცა და 48,2% კი წინააღმდეგი აღმოჩნდა. ანგარიშის გაყინვის დროს ტრამპს 88 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავდა.
„ხალხმა იმსჯელა. ტრამპი აღდგება. ხმა ხალხისა, ხმა ღვთისა” , – დაწერა მასკმა ტვიტერზე 24-საათიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ”.