Site icon megatv.ge

“,,ტორპედოს” არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ ბანერთან”

“ქალაქის ცენტრში განთავსებულია ბანერი წარწერით ,, ქუთაისის ტორპედო 60 წლისაა”. ჩვენ გვსურს განვაცხადოთ, რომ აღნიშნული არ არის კლუბის დაკვეთით დამზადებული. ,,ტორპედოს” არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ ბანერთან.

ჩვენ აქტიურად ვცდილობდით დაგვედგინა თუ ვინ განათავსა აღნიშნული რეკლამა. კვლევით დავადგინეთ, რომ ერთ-ერთი ორგანიზატორი ბანერზე გამოსახული, ტორპედოს ყოფილი ფეხბურთელი იუზა ლოსაბერიძეა.

კლუბი დაუკავშირდა ზემოთ აღნიშნულ პიროვნებას. ჩვენ ავუხსენით თუ რა შეცდომებია აღნიშნულ ბანერზე.

მათი განცხადებით აღნიშნული ბანერის მიზანი 1961 წელს კლუბის ,,ა კლასში” დაწინაურების გახსენება გახლდათ.”

ქუთაისში, ბანერი წარწერით: “ტორპედო” 60 წლისაა” გამოჩნდა. აღნიშნულს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

“ვინმე აგვიხსნის 1946 წელს დაარსებული კლუბი 2021 წელს რანაირადაა 60 წლის? ამას შეცდომა არ ჰქვია, ამას ჰქვია არ ცოდნა, რაც უდიდესი სირცხვილი და თავის მოჭრაა!”- წერენ მოქალაქეები.

ბანერთან დაკავშირებით კლუბმა ცოტა ხნის წინ განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერია, რომ მათ აღნიშნულთან კავშირი არ აქვთ.

 

Exit mobile version