ისრაელის ქალაქ აშდოდთან უცნობმა ადამიანმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი პიროვნება დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
შემთხვევა აშდოდისკენ მიმავალ გზატკეცილზე მოხდა. მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთი ადამიანი დაჭრა. ერთი საავადმყოფოში მიყვანის დროს გარდაიცვალა. დაჭრილებს შორის არის ექიმიც.
მედიის თანახმად, ისრაელის პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლო. მომხდარს უკვე მიენიჭა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.