პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 ივლისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა სხვა პირის სარგებლობაში არსებული ავტომობილი დააზიანა.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.