გრაფიკული ციფრული გამოსახულებების (Graphics Interchange Format (GIF)) ფორმატის შემქმნელი სტივენ უილჰაიტი გარდაიცვალა. ამის შესახებ NBC News-ი უილჰაიტის ცოლის, კეიტლინის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, უილჰაიტი 14 მარტს, 74 წლისა გარდაიცვალა. კეიტლინის განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა. პროგრამისტი 22 მარტს, ოჰაიოს შტატში დაკრძალეს.
სტივენ უილჰაიტმა GIF-ფორმატი 1987 წელს შეიმუშავა, როდესაც კომპანია CompuServe-ში მუშაობა. თავდაპირველად ფორმატის მიზანი ინტერნეტის დაბალი სიჩქარის პირობებში გამოსახულების უფრო სწრაფი გადაცემა იყო, თუმცა დროთა განმავლობაში GIF-ები სოციალურ ქსელებში ემოციების გაზიარების ძირითად მეთოდად იქცა.
2000-იანი წლების დასაწყისში უილჰაიტი პენსიაზე გავიდა. 2013 წელს ის პრემია Webby-თ დააჯილდოვეს, ინტერნეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.