Site icon megatv.ge

სოციალური მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალი პროექტის „ინკლუზიური დიალოგი-ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის” პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრის მიზანი თვისობრივი კვლევის საფუძველზე ჩატარებული ფოკუს-ჯგუფის შედეგად მომზადებული ბაღდათის მუნიციპალიტეტის თემის საჭიროებების შეფასების დოკუმენტის გაცნობა გახლდათ. შეხვედრაზე ასევე ორი სოციალური პროგრამის წარდგენა მოხდა, რომელიც შემუშავდა მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით და მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებით.

აღნიშნულ შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრები დაესწრნენ.

პროექტის მიზანია უზრუნველყოს იმერეთის მხარის ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესება და ინკლუზიური თანამშრომლობითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით უკეთესი და საჭიროებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება.

პროექტის პარტნიორები არიან ა(ა)იპ ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისათვის და ა(ა)იპ პედაგოგთა კავშირის განათლება და სამყარო.
პროექტი დაფინანსებულია პროექტ “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდებაWorld Vision Georgia-ს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

Exit mobile version