Site icon megatv.ge

სომხეთში წყალდიდობის გამო, საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა დაკეტილია

სომხეთში წყალდიდობაა, რის გამოც, საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა ორივე მიმართულებით დაკეტილია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლორეს ოლქში მდინარე დებედა ადიდდა.

მედიის ცნობით, წყალდიდობას 1 ადამიანი ემსხვერპლა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დაზიანდ ხიდები და გზები, დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაციაც.

წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია. სტიქიის გამო, ქვეყნის ჩრდილოეთით შეჩერებულია ერევანი-თბილისი-ერევნის მიმართულებით მატარებლის მოძრაობაც.

Exit mobile version