Site icon megatv.ge

სირცხვილოს დერეფანი პრეზიდენტს-პიკეტირება სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან მოეწყობა

ორშაბათს, 2 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტს პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალების გამო ,,სირცხვილის კორიდორს ” მოუწყობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ვის აქვს შესაძლებლობა ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების დროს მასზე ზემოქმედება მოახდინოს,

„მთელი საზოგადოება გაკვირვებული და აღშფოთებულია. მათ შორის, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ პრეზიდენტმა უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რა მოტივით იქნა გათავისუფლებული პოლიციელის მკვლელი, რომელსაც 12 წელი ჰქონდა მისჯილი და როგორ შეიძლებოდა ეს საკითხი დამდგარიყო პრეზიდენტის წინაშე. ვინ არის ამის ინიციატორი. ეს გადაწყვეტილება რომ უკიდურესად დამაზიანებელი იქნებოდა პრეზიდენტისთვის, ამას მიხვდებოდა 5 წლის ბავშვიც.

გვაინტერებეს, ვინ არიან ის ადამიანები და ის ჯგუფები, რომლებსაც მსგავსი ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ პრეზიდენტზე – ივანიშვილი? „ქართული ოცნების“ გავლენიანი პირები? თუ ვიღაც სანაცნობო ჯგუფები, რომლებიც შესაძლოა საკუთარი კორუფიული ინტერესით მოქმედებდნენ პრეზიდენტთან სიახლოვის გამო? როგორც არ უნდა იმართლოს თავი პრეზიდენტმა, რომ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება,

ამ პირად გადაწყვეტილებაზე პირადად უნდა აგოს პასუხი სულ მცირე, მორალურად მაინც. სწორედ ამიტომ იქნება ასეთი უკიდურესი ფორმით გამოხატული ჩვენი პროტესტი, რასაც პრეზიდენტის სასახლის პიკეტირებით გამოვხატავთ. ეს იქნება კანონით დაშვებული პიკეტირება. ფაქტობრივად, ბლოკირებული იქნება ორივე შესასვლელი და როდესაც პრეზიდენტი სასხლეში შევა, მას მოუწევს „სირცხვილის“ კორიდორში“ გავლა. ისევე როგორც სამშაბათს, პარლამენტის წევრებს, გავრილოვის ღამის მონაწილეებს მოუწევთ „სირცვილის კორიდორში“ გავლა, რასაც ახალგაზრდები გეგმავენ. ჩვენ ველოდებით პასუხს პრეზიდენტისაგან რატომ ჩაიდინა ეს ქმედება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ„ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

Exit mobile version