იაპონიის მოსახლეობის ნაწილი იაპონიის ყოფილი პრემიერის, სინძო აბეს დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება კოლოსალურ თანხას ხარჯავს. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ტოკიოში, პრემიერ-მინისტრის ოფისთან, თავის დაწვა სცადა, – ამის შესახებ BBC წერს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ცეცხლი ჩააქრეს და ჯერ კიდევ გონზე მყოფი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი დაზიანებების ხარისხი და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა უცნობია. იაპონური მედიის ცნობით, მამაკაცი სავარაუდოდ 70 წლისაა.
იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე 8 ივლისს მოკლეს. მისი დაკრძალვის ცერემონია სავარაუდოდ 1.65 მილიარდი იენი (11.4 მილიონი აშშ დოლარი) დაჯდება.
სინძო აბეს 27 სექტემბერს დაკრძალავენ.