ამის შესახებ 86 წლის რომის პაპმა ფრანცისკემ დოკუმენტურ ფილმში “პაპი პასუხობს” ისაუბრა, რომელიც “დისნეი+”-მა 5 აპრილს გამოაქვეყნა.
ფილმი გასულ წელს პაპისა და 10 ახალგაზრდას შეხვედრას აღწერს, რა დროსაც მას კითხვები ისეთ თემებზე დაუსვეს, როგორებიცაა სექსუალური უმცირესობების უფლებები, აბორტი, პორნო-ინდუსტრია და სექსუალური კავშირები.
დოკუმენტურ ფილმში პაპი აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ღმერთის შვილია, ღმერთი არავის უარყოფს და მას არ აქვს ეკლესიიდან არავის განდევნის უფლება.