ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს.
ასაფეთქებელმა მოწყობილობამ სახლის ეზოში ავტომობილი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ფაქტი სოფლის ბაზრის სადაო ბიზნეს წილების გაყოფას უკავშირდება.