ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში. მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლიანდაგებში ჩააგდეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
მეტროში მოკლული ახალგაზრდა 30 წლის ლაშა ამირეზაშვილია.
“საშინელი ამბავი მოხდა, ლაშა 30 წლის იყო, უცოლო, როგორც ვიცი არ მუშაობდა… მამა მუსიკოსია, სოსო ამირეზაშვილი. სხვა ვერაფერს გეტყვით” – მოკლულის ახლობელი.