Site icon megatv.ge

საქართველოს გულშემატკივრებისთვის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი – https://www.uefa.com/euro2024/ticketing/

ჯგუფიდან გასვლის შემდეგ საქართველო მერვედფინალში ესპანეთს 30 ივნისს შეხვდება. მატჩი კიოლნში, 23:00 საათზე ჩატარდება.

Exit mobile version