საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 16-17 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი – ჯეიმს კლევერლი.
ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი დაესწრება ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას და შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან.