ფრანგულ გამოცემა Ouest France-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას ეხმარება, თუმცა არასაკმარისად.
„ვისურვებდი, რომ საფრანგეთმა მეტი გააკეთოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა. ჩვენ მეტი იარაღი გვჭირდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„Caesar-ის ქვემეხები ძალიან გვეხმარება. საუკეთესოა. სხვა სისტემები არ იძლევა იგივე შედეგებს და დიდხანს არ ძლებენ. ეს გავლენას ახდენს ომის მიმდინარეობაზე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.