Site icon megatv.ge

სამოქალაქო აქტივისტი არჩილ გეგენავა 500 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტს არჩილ გეგენავას წვრილმან ხულიგნობისთვის, კერძოდ, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებისთვის 500 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ.

შემთხვევა 2 მაისს მოხდა, როდესაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა, მათ შორის არჩილ გეგენავამ, მერიის მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც მესხიშვილის თეატრში კონცერტს ესწრებოდნენ, სირცხვილის დერეფანი მოუწყეს. სამოქალაქო აქტივისტმა ქალაქის მერს “უღირსი”, „მონა” და „მთხლე” უწოდა, რაზედაც 2 დღის შემდეგ, 4 მაისს, სამართალდამცველებმა სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.

არჩილ გეგენავას ადვოკატის, ვალერი თევდორაძის თქმით, ოქმი ხალხის შეურაცხყოფაზეა შედგენილი, არადა აქტივისტი პოლიტიკური თანამდებობის კონკრეტულ პირს მიმართავდა.

ადვოკატის თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

Exit mobile version