საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ევროპარლამენტს ბრიუსელში მიმართავს.
“აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო”. – წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
მანამდე, 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგში ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო. პრეზიდენტს 18 აპრილს ევროპარლამენტისთვის უნდა მიემართა.