,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ეკატერინე კიკნაძის სახელით კულტურის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. როგორც საია-ში განმარტავენ, გასაჩივრებული ნორმა განსაზღვრავს ეროვნულ მუზეუმში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის მკვლევართა დაშვების წესს.
ეროვნული მუზეუმის სამუზეუმო ფონდებში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის დაინტერესებულ პირთა დაშვება შესაძლებელია მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილებით, რომელიც უნდა ეცნობოს სამინისტროს.
საია ითხოვს გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის მე-18-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლითაც დაცულია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება.