Site icon megatv.ge

”საზოგადოების ვადებულებაა ერთად ავიმაღლოთ ხმა” – ქუთაისში აქცია დაიგეგმა

ქუთაისში, იმერეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 დეკემბერს აქცია გაიმართება. ჯავახიშვილის ქუჩაზე გარდაცვლილი ლუკა სირაძისადმი მიძღვნილი აქცია 4 საათზე დაიწყება.

”15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ეს ტრაგიკული ამბავი გვეხება ყველას! საზოგადოების ვადებულებაა ერთად ავიმაღლოთ ხმა იმ დარღვევებზე და მანკიერ მხარეზე, რომელიც არსებობს ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით საქართველოში.
ყველა ბავშვი უნდა იყოს დაცული ნებისმიერ სივრცეში, მასთან უნდა მუშაობდნენ სპეცილისტები, რომლებიც ფლობენ ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების შესახებ ინფორმაციას და არ მიაყენებენ მათ დამატებით ტრავმას, როგორც ფიზიკური ასევე ემოციური თვალსაზრისით.

პოლიციის განყოფილება არის სიმბოლური ლოკაცია, ვინაიდან 15 წლის ლუკა სწორედ ამ სისტემის მხირდან გახდა ემოციური ძალადობის მსხვერპლი, ერთად დავანახოთ ყველა სისტემას, რომ ბავშვის უფლებები და ჭეშმარიტი ინტერესები არის უმთავრესი!!!!” – წერენ აქციის ორგანიზატორები.

”მეგობრებო, ხვალ ჩვენი გამოსვლა აუცილებელი მინიმუმი მგონია, ამ აქციას უნდა შეუერთდნენ სტუდენტები, სკოლები, მასწავლებლები, კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლები, უბრალო მოქალაქეები, ყველა ის ადამიანი, ვინც ებრძვის ბოროტებას, რომელიც ასე ღრმად არის გამჯდარი ქართულ ძალოვან სტრუქტურებში.” – წერს სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე თავის ფეისბუკზე.

Exit mobile version