საზარელი მკვლელობა სამტრედიაში ქმარმა ცოლი მოკლა

სამტრედიაში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მეუღლემ მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გავრცელებული ინფორმაციით, ქალი განქორწინების მიზნით სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მეუღლე მივიდა და ყელი გამოჭრა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.     წყარო