Site icon megatv.ge

სადავო საზღვარზე ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის არმიების შეტაკების დროს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ყირგიზეთის 13 მოქალაქე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ტაჯიკი მაღალჩინოსნების მიერ, გოლოვნოის წყლის გამანაწილებელ ცენტრში სათვალთვალო მოწყობილობების დამონტაჟება გახდა.
2 ქვეყანას შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა 130-ზე მეტი ადამიანი. ყირგიზეთის მხარეს მსხვერპლთა შორის 13 წლის გოგონაა.
გარდა ამისა, ტაჯიკეთთან ორი სასაზღვრო რაიონიდან ევაკუირებულია 11,500-მდე ადგილობრივი მცხოვრები.
გუშინ, დღის მეორე ნახევარში ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მხარეები ცეცხლის სრულ შეწყვეტასა და სამხედრო დანაყოფების დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებაზე შეთანხმდნენ. თუმცა ყირგიზეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სროლა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ არა ინტენსიურად.
ტაჯიკური მხარე ოფიციალურად მხოლოდ ორი დაშავებულის შესახებ აცხადებს, თუმცა რუსული მედიის ცნობით, ტაჯიკეთის მხრიდან გარდაცვლილია სულ მცირე სამი და დაშავებულია 31 ადამიანი.
ინფორმაციას “Euronews“- ი ავრცელებს.
Exit mobile version