მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. ლიცენზიის ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს კომიტეტმა საერთაშორისო საციგაო სპორტის ფედერაციიდან უკვე მიიღო.
ზამთრის 24-ე ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. საბა ქუმარიტაშვილი კი ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაერთვება.