“წელს დაინიცირდა კანონი, რომელიც ითვალისწინებდა ერთადერთ რამეს, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, კოლექტიური გიგაურების გამჭვირვალობას და ამ კანონს დაარქვეს რუსული კანონი. დღეს ისინი ითხოვენ იმავეს საჯარო მოხელეებისგან, რასაც ასე აქტიურად გაურბოდნენ თავის დროზე, როცა რუსულ კანონად მონათლეს ამერიკული კანონი. ეს ყველაფერი მეტყველებს რაზე, რომ სინამდვილეში, მათ აქვთ მხოლოდ პოლიტიკური მიზნები. დღეს ვერავინ გეტყვით საქართველოში იმას, თუ ვინ, რისთვის საიდან იღებს დაფინანსებას, ესაა სამწუხარო მოვლენა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გვაქვს ასეთი მოცემულობა და ამ დროს, როცა შენ თვითონ გაურბიხარ გამჭვირვალობას და ითხოვ მეტ გამჭვირვალობას საჯარო მოხელეებისგან, ეს რა თქმა უნდა, მეტყველებს მათ პოლიტიკურ მიზნებზე, ესაა ორმაგი სტანდარტი ძალიან რბილად რომ ვთქვათ” | თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ TI-ს ინიციატივაზე, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს
ქალები ვირჩევთ ევროპას – აქციას ქუთაისი უერთდება
ქალები ვირჩევთ ევროპას - თბილისის პარალელურად აქცია-მსვლელობა გაიმართება დღეს ქუთაისი. იმერელი ქალები 17:00 საათზე, თეთრ ხიდთან ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში შეიკრიბებიან და მსვლელობით ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლებენ. "ქალები გამოვდივართ და კიდევ...