ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით,გასული დღის განმავლობაში ხერსონის რაიონი რუსმა სამხედროებმა 28-ჯერ დაბომბეს.
მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ონკოლოგიურ ცენტრსაც. დაბომბილია საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი.