რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის საავადმყოფო დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ხერსონი. ოკუპანტები თავს დაესხნენ რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოს. შენობაში ფანჯრები ჩაამსხვრიეს. მსხვერპლი არ ყოფილა” – ამბობს ტიმოშენკო.
ცნობისთვის, გასული დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა ხერსონის რაიონი 21-ჯერ დაბომბეს.