ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთში სულ მალე ინსტაგრამის ანალოგი – როსგრამი ჩაეშვება. ინფორმაცია პირველად მარკეტოლოგმა ალექსანდრ ზობოვმა გაავრცელა. როგორც ჩანს, ის ინსტაგრამის რუსული ვერსიის ფუნქციებს უკვე ცდის.
როგორც პლატფორმის ვებ-გვერდზე (rossgram.ru) ვკითხილობთ, როსგრამის გამოყენება თავდაპირველად მხოლოდ ბლოგერებსა და ინსვესტორებს შეეძლებათ.
მოსახლების უმრავლესობისთვის კი ის 2022 წლის აპრილიდან ამუშავდება. სოციალური ქსელი ხელმისაწვდომი იქნება როგორც Android-ის, ასევე iOS-ის მომხმარებლებისთვის.