უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 29 ნოემბრამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 88 380;
- ტანკი – 2 911;
- ჯავშანტექნიკა – 5 866;
- საარტილერიო სისტემა – 1 901;
- სარაკეტო სისტემა – 395;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209;
- თვითმფრინავები – 280;
- ვერტმფრენი – 261;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 555;
- საკრუიზო რაკეტები – 531;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 423;
- გემი/ნავი/კატარღა – 16;
- სპეციალური აღჭურვილობა – 163