რუსეთი ახლა თუ არ შეჩერდება, სხვა აგრესორები მსოფლიოში სხვა ომებს დაიწყებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა.
„რუსეთი ახლა თუ არ შეჩერდება, რუსეთი ახლა თუ არ დაისჯება, სხვა აგრესორები მსოფლიოში სხვა ომებს დაიწყებენ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა კონტინენტზე, სადაც რომელიმე სახელმწიფო მეზობლის დაპყრობაზე ოცნებობს“, – დაწერა ზელენსკიმ „ფეისბუქზე“.
გამოქვეყნებულ პოსტს მან უკრაინის სხვადასხვა ქალაქში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვებით გამოწვეული ნგრევის ამსახველი ფოტოები დაურთო.