Site icon megatv.ge

რუსეთის პატრიარქმა კირილმა, მე-5 ინაუგურაციის შემდეგ, პუტინი დალოცა

“რუსების დიდი ნაწილი სახელმწიფოს მეთაურში ხედავს არა მხოლოდ წარმატებულ პოლიტიკოსს, არამედ ძალიან კეთილ, ინტელექტუალ, გულთბილ ადამიანს” .რუსეთის პატრიარქმა კირილმა, მე-5 ინაუგურაციის შემდეგ, პუტინი დალოცა

რუსეთის დედაქალაქში ვლადიმერ პუტინის რიგით მე-5 ინაუგურაცია მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო ფიცი რამდენიმე წუთის წინ დადო. ინაუგურაციის მთავარი ღონისძიება კრემლის სასახლეში მიმდინარეობს. ფიცის დადებამდე კრემლის მთავარ მოედანზე სამხედრო მარში მოეწყო, მოგვიანებით კი პრეზიდენტი რუსეთის პატრიარქმა კირილმა დალოცა.

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას არ ესწრება. ინაუგურაციას არ ესწრებიან აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის წარმომადგენლები.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87% პროცენტით გაიმარჯვა.
Exit mobile version