Site icon megatv.ge

რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მაქსიმალური ზრდა დაფიქსირდა, გაიზრდილია საქართველოდან უცხოეში გაგზავნილი ფულის რაოდენობაც

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილებიდან, 313.90 მლნ აშშ დოლარი რუსეთიდან შემოვიდა, რაც მთლიანი ჩარიცხვის 62.07%-ია, რომლის გათვალისწინებითაც წლიური ზრდის ტემპმა 888.73% შეადგინა.

ხოლო რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული გზავნილებს, საერთო რაოდენობამ 91.76 მლნი აშშ დოლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.1% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 92.1% მოდიოდა.

რაც შეეხება საქართველოს, 2022 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4%-ით მეტია.

რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მაქსიმალური ზრდა რუსეთის მოქალაქეთა შემოდინებამ და საეთაშორისო სანქციებმა განაპირობა, რაც საქართველოდან გასული ფულადი გზავნილების ზრდის მაჩვენებელზეც აისახა.

Exit mobile version