რომის ყოფილი პაპი ბენედიქტე XVI 95 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს .
ბოლო წლებში ბენედიქტე XVI (ერისკაცობაში იოზეფ ალოიზ რაცინგერი) ვატიკანში, საკუთარ რეზიდენციაში ცხოვრობდა, მას შემდეგ რაც 2013 წელს „მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო“ ტახტიდან გადადგა.
ის კათოლიკურ ეკლესიას 2005-2013 წლებში მართავდა.