გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.
სინოპტიკოსების ცნობით, 24 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
27-28 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ისევ წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა მაქსიმუმ +14 გრადუსამდე გათბება.
27-28 ნოემბერს წვიმას ელოდებიან დასავლეთ საქართველოშიც. აქ ტემპერატურა +16, +17 გრადუსი იქნება.
დედაქალაქშიც ნალექია მოსალოდნელი წვიმის სახით, ტემპერატურა თბილისში +13, +14 გრადუსი იქნება.