ნაქირავები ბინიდან გაგდებენ? – ამ სათაურით სოციალურ ქსელში პოსტს ,,ხმა” ავრცელებს.
,,იმის მიუხედავად, გაქვს ქირის ხელშეკრულება თუ არა,
იმის მიუხედავად, გაუვიდა თუ არა ვადა ამ ხელშეკრულებას,
იმის მიუხედავად, ზეპირად ხარ შეთანხმებული თუ წერილობით,
შენ გაქვს უფლება 3 თვე არ გახვიდე ბინიდან.
გამქირავებელმა სამი თვე უნდა მოგცეს. ამას კანონი ავალდებულებს.
ამის შემდეგაც შეგიძლია დარჩე ბინაში და ქირის ხდა გააგრძელო. გამქირავებელს შეუძლია გიჩივლოს, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ვერავინ გამოგასახლებს.
პოლიციას არ აქვს შენი გამოსახლების უფლება!
გამოსახლების გადაწყვეტილება სასამართლომ, კანონით, 1 თვეში უნდა მიიღოს, მაგრამ ამ ვადას არასდროს იცავს და ზოგჯერ 1 წელს ანდომებს გადაწყვეტილების მიღებას.
ეს დრო შენია!
მოგვწერე, თუ დახმარება გჭირდება.
გააზიარეთ, რომ მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა.
***
ამ განცხადებით გამოვეხმაურეთ გახშირებულ შემთხვევას, როცა გამქირავებლები ბინის დაცლას მისი რუსეთის მოქალაქეებზე უფრო ძვირად მიქირავების მიზნით ითხოვენ. ამ დროს, ადამიანმა უნდა იცოდეს, რისი უფლება აქვს, რომ მოულოდნელად ქუჩაში არ დარჩეს.
ქირის არგადახდაზე არ არის აქ საუბარი. პოსტში წერია “შეგიძლია დარჩე ბინაში და ქირის ხდა გააგრძელო.” – ნათქვამია ინფორმაციაში.