დიდ დიღომში, ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული დედა-შვილი ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. ორივე რეანიმაციულ განყოფილებაშია. მათი მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა.
აფეთქების ერთ-ერთ ვერსიად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. თუმცა, გაზის კომპანია შპს “დიდი დიღმის” თანამშრომლები ამბობენ, რომ პირველადი შემოწმების შედეგად გაჟონვა არ ფიქსირდება. ექსპერტიზის პასუხი კი ორ კვირაში გაირკვევა.
ცნობისთვის, დიდ დიღომში აფეთქება პირველ სექტემბერს, გამთენიისას მოხდა. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.