თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ დამატებითი ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა.