ნიკეას ქუჩის მოსახლეობა დაბინძურებულ ჰაერზე ჩივის, რის გამოც, მათი თქმით არაერთი ადამიანი მოიწამლა. ისინი დახმარებას ითხოვენ. მოქალაქის მიერ მოწოდებული ვიდეო ტელეკომპანია “მეგა ტვ”-მა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაწოდა, რის შემდეგადაც მათგან ასეთი პასუხი მივიღეთ:
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ, განხორცილდა ქ. ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე არსებული მყარი ნარჩენების პოლიგონის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ დათვალიერების დროს ნარჩენების წვის მიმდინარე ფაქტი არ დაფიქსირდა, შესაბამისად სამართალდამრღვევი გამოვლენილი ვერ იქნა. მიუხედავად ამისა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, კონტროლს გააგრძელებს.” – თქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში.