Site icon megatv.ge

რა შეზღუდვებს აწესებს პარლამენტი 20 სექტემბერს დაანონსებული აქციის გამო

20 სექტემბერს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. შესაბამის განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 20 სექტემბერს პარლამენტთან აქცია „სირცვილია“ არის დაანონსებული.

Exit mobile version