LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მე თქვენ დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

რა უთხრა გომელაურმა მაჩალიკაშვილების ოჯახს – მალხაზ მაჩალიკაშვილი დეტალებს იხსნებეს – “ალია”

დაპოსტა 2022/08/22-ში
A A
94
ნახვა
გაზიარება

სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავების მეორე დღესვე, 17 ივლისს, სოსო გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა „ალიასთან“ თქვა:

„თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე მაგალითად, ეს სპეცოპერაცია არ იყო სოსო გოგაშვილისდაქვემდებარებაში – სპეცრაზმი ემორჩილება სუსის უფროსს და ამ შემთხვევაში, ეს იყო ვახტანგ გომელაური! ძალიან კარგად იციან, რომ მაგ სპეცოპერაციაზე სოსო გოგაშვილი არ იყო, სხვა საკურატურო ჰყავდა. თუმცა, ყველა ისარი გადაიტანეს სოსოს წინააღმდეგ.“

მოგვიანებით, სოსო გოგაშვილის წერილი გავრცელდა, სადაც გომელაურის მიმართავდა და წერდა:

„ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხიმგებლობა. მინდა გავიხსენო, მაჩალიკაშვილის საქმე, როდესაც ჩემს წინააღმდეგ აგორებული, ბინძური ცილისმწამებლური კამპანია შეგეძლო გაგეჩერებინა ერთი შენი განცხადებით, მაგალითად: შავნაბადას სპეცრაზმი არ ექვემდებარება გოგაშვილს და მათზე ის ვერ გასცემდა ბრძანებას, ეს არის ჩემს დაქვემდებარებაში. ამის ნაცვლად შენ შეხვდი საიდუმლოდ მედიკო მარგოშვილს და შენი თავის დაძვრენა განიზრახე…“

ვახტანგ გომელაურმა გოგაშვილის ბრალდებას 19 აგვისტოს უპასუხა და განაცხადა:

„არ ყოფილა სოსო გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში. სპეცდანიშნულების რაზმი მექვემდებარებოდა პირადად მე და მას ვერავინ მისცემდა ბრძანებას. არ გაცემულა ის ბრძანება, რომ ლიკვიდაცია მოეხდინათ ვინმესი, ამ შემთხვევაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა, ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს.“

 

„ალია“ ესაუბრება მალხაზ მაჩალიკაშვილს.

– სოსო გოგაშვილის წერილებიდან და მასზე გომელაური დაგვიანებული პასუხიდან, რამე ახალი ინფორმაცია იყო თქვენთვის?

– არა, არაფერი ისეთი არ თქმულა, რაც აქამდე არ ვიცოდი, მეტიც, იმაზე მეტი ვიცი, რაც მაგათ ისაუბრეს. რასაც ვისმენ ეს არის გადაბრალება–გადმობრალება. მე თავის დროზე ნანახი მაქვს გომელაურის, გოგაშვილის და ჩიმაკაძის ჩვენებებიც და გომელაური მაშინ, თავის ჩვენებაში, სწორედ გოგაშვილს ადებდა ხელს. თუმცა, რასაკვირველია, მაშინაც ვიცოდი, რომ ნომერ პირველი დამნაშავე იყო გომელაური. რაც თქვეს, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ მათ ამაზე ბევრად მეტი იციან, ასე რომ. სჯობს ის თქვან, რაც არ ვიცით. ერთდერთი რაც გოგაშვილის წერილში თვალში მომხვდა, იყო ის ნაწილი, სადაც წერდა, მეუფე მოვიდა, გამაფრთხილა, რომ აპირებენ ჩემ ლიკვიდაციასო, მეც მქონდა მაგაზე ინფორმაცია, ვიცი, რომ ნამდვილად იყო ის მეუფე მისული და გააცნო ის გეგმა, რაც არსებობდა – ჯერ გოგაშვილის განეიტრალება და მერე კი მაჩალიკაშვილის, ჩემი განეიტრალება. ჯერ იმას მოკლავდნენ და მერე მე. აი, ამ ნაწილში სიმართლეს იძახის. დანარჩენი, ერთმანეთს აბრალებენ გომელაური და გოგაშვილი, თუმცა, ძალიან საინტერესოა, ჩიმაკაძესრატომ არ ახსენებენ?

– და თქვენ როგორ გგონიათ, რატომ არ ახსენებენ ჩიმაკაძეს (საუბარია, სუს-ის  კონტრტერორისტული ცენტრის მაშინდელ უფროსზე ირაკლი ჩიმაკაძეზე )?

– არც გომელაურს ახსენებდნენ აქამდე! ჩემთვის ნომერ პირველი დამნაშავეა გომელაური, მერე ჩიმაკაძე და მერე გოგაშვილი. ჩიმაკაძეს არ ახსენებენ იმიტომ, რომ ის იყო თავი და თავი, გამყალბებელიც, დამგეგმავიც, სპეცრაზმის შემომყვანიც. მას ისეთი თანამდებობა ეკავა მაშინ, რომ სწორედ მას უნდა ემართა ოპერაცია. თუმცა, მე ყველაზე ხშირად გოგაშვილს ვახსენებდი და ალბათ, აინტერესებს ხალხს, რატომ? იმიტომ რომ ისინი, გომელაური და ჩიმაკაძე სდუმდნენ და გოგაშვილი ჩემ წინააღმდეგ იყენებდა „ნასედკებს“, ტროლებს და ბოტებს – სულ ზეპირად ვიცი, ვის იყენებდა ჩემი და ჩემი ოჯახის გასაშავებლად.

– და ვინ გადაიბარა მოგვიანებით ეგ „ნასედკები“, ტროლები და ბოტები? გოგაშვილი რომ წავიდა თანამდებობიდან, მერეც ხომ გრძელდებოდა თქვენი ოჯახის გაშავების მცდელობა? იგივე ადამიანები, რომლებიც თქვენ წინააღმდეგ წერდნენ და გოგაშვილს აქებდნენ, „ქართულ ოცნებას“ როცა დასჭირდა, თავად გოგაშვილის წინააღმდეგაც გამოიყენეს.

– ბიძინა… ყველა ბიძინას ემორჩილება და ყველა მონა ბიძინასია, ბოდიში, მაგრამ ვინ ჩემი ფეხებია ან კობახიძე, ან მდინარაძე, ან თალაკვაძე, ან რომელიმე მინისტრი? ვინ არიან ბიძინას გარეშე? ვინ იქნებიან, როცა ბიძინა აღარ იქნება? – არავინ. შესაბამისად, როგორც ბიძინა ეტყვით, ისე მოიქცევიან.

– გოგაშვილი წერს იმასაც, ვახტანგ გომელაური მაჩალიკაშვილების ოჯახს შეხვდაო – ვიცი, რომ შეხვედრა თქვენ მეუღლესა და გომელაურს შორის მართლაც შედგა – იყო იქ საუბარი იმაზე, რომ გოგაშვილია დამნაშავე და გომელაური უმწიკვლო?

– არა, არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმები ამ ნაწილში. მოგიყვებით როგორც იყო – შეხვედრა სურდათ ჩემი და გომელაურის, თუმცა, მე უარი ვთქვი ამ შეხვედრაზე და არც შევხვდებოდი არასოდეს გომელაურს, რადგან შეიძლებოდა ეს უკანასკნელი შეხვედრა ყოფილიყო. შეხვედრაზე დათანხმდა ჩემი მეუღლე, მედიკო, ამ შეხვედრისას მედიკოს მოთხოვნა იყო ერთი – ეღიარებინა სახელმწიფოს დანაშაული და ეთქვა, რომ ჩვენი შვილი უდანაშაულო იყო და არანაირი შეხება არ ჰქონდა იმ მუხლთან, რაც წაუყენეს. ამ შეხვედრაზე იყო ჩიმაკაძეც. საუბრისას საერთოდ არ უხსენებია გომელაურს გოგაშვილი. გომელაურმა ჩვენ მოთხოვნას უარით უპასუხა და განაცხადა, ეგ რომ გავაკეთოთ, სახელმწიფომ რომ აღიაროს დანაშაული, ხელისუფლება თავზე დაგვემხობაო! მაგას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ სხვა რაც გინდათ გვთხოვეთო…

– სხვა რაც გინდათ ის გვთხოვეთო – უთქვამს გომელაურს და თუ ნანობდა და თუ იმასაც ამბობდა სხვა რაც გინდათ გვთხოვეთო – „ნასედკებს“ და ტროლებს და ბოტებს რომ გიგზავნიდნენ და თქვენი და თქვენი ოჯახის, თქვენი გარდაცვლილი შვილის ლანძღვით იყვნენ დაკავებულნი – არ იცოდა?

– კი, ეგ უპასუხა ზუსტად და გომელაურს უთქვამს, მე ბევრი გავილანძე იმის გამო, თქვენზე რომ ცუდ ინფორმაციებს ავრცელებდნენო… სიმართლეს ვიტყვი, ამ შეხვედრიდან წამოსული მედიკო მერე ამბობდა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გულწრფელი იყო და ძალიან ნანობდა მომხდარსო. ისიც კაცობაა, რომ მოინანიებს ადამიანი, თუმცა, მე ამ მონანიების არ მჯერა…მედიკო ქალია, მე რომ შევხვედროდი, სხვაგვარად წარიმართებოდა საუბარი, მაგრამ მე არ შევხვდებოდი გომელაურს. ჩიმაკაძეც და გოგაშვილიც დამნაშავეა, მაგრამ შავი ჭირის სამსახურს ხელმძღვანელობდა გომელაური! ასეთი მონანიება ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ჩემი მოთხოვნა უცვლელია – აღიაროს სახელმწიფომ დანაშაული, თქვას, რომ უდანაშაულო შვილი მომიკლა!

– გოგაშვილი წერს, ბევრი თავისი დანაშაული „შემტენესო“, მაგალითად პანკისის სპეცოპერაციაო – უშვებთ, რომ შეიძლებოდა მართლაც „შეეტენათ“?

– შესაძლებელია, კი, ასეა სისტემა აწყობილი, ვიღაცას უნდა „შეტენონ“ ყველაფერი, თავის გადასარჩენად, მაგრამ ისიც არანაკლები დამნაშავეა, ვინც მათ ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებს და ემორჩილება.

– მას შემდეგ, რაც გოგაშვილმა ღიად დაადო ხელი გომელაურს – ხომ არ ყოფილა „მონანიე“ გომელაურისგან, ან მისი გარემოცვიდან შეხვედრის სურვილი?

– არ ვიცი გომელაურის გარემოცვიდან, თუ არა, მაგრამ მთავრობის წევრებიდან იყო შემოთავაზება კომუნიკაციის.

– რა უპასუხეთ?

– უარი შევუთვალე, რა თქმა უნდა.

– რაზე უნდათ საუბარი?

– არ ვიცი, არც მინდა გავიგო რა უნდათ, ჩემი პოზიცია იციან, ჩემი პოზიცია არის უცვლელი და გავყვები ბოლომდე.

 

alia.ge

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

ყოფილ ცოლს მჟავა შეასხა, დანა დაარტყა, ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა – მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ყოფილ ცოლს მჟავა შეასხა, დანა დაარტყა, ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა – მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
მთავარი

უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც გამოძების თანახმად, ყოფილ ცოლს, 34 წლის თათია ლომინაძეს  ჯერ მჟავა შეასხა, შემდეგ დანა დაარტყა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლად დაწვა. შემზარავი ფაქტი კასპში 2025 წლის 25 სექტემბერს მოხდა. თათია...

დაწვრილებითDetails

ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

2012 წელს, ქართველმა ხალხმა დაინახა ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია და ქვეყნისთვის თავდადება და გამოუცხადა ნდობა, რომელმაც ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს დაუდო დასაბამი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა....

დაწვრილებითDetails

„კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი – აშშ-ს წარმომადგენელი პალატა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა ისრაელს თავს დაესხას
მთავარი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს იყო წარდგენილი. კანონპროექტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა
მთავარი

ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. "ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში! კერძოდ ე.წ. სამტრედიის ხიდთან...მადლობა უფალს ყველანი კარგად არიან, მაგრამ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ბებია, რომელმაც ლაივში ბავშვი სცემა, შვილიშვის კვლავ ეჩხუბა- მცირეწლოვანი სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რმა წაიყვნა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ქუთაისელი ბებია, რომელმაც ლაივში ბავშვი სცემა, შვილიშვის კვლავ ეჩხუბა- მცირეწლოვანი სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რმა წაიყვნა
მთავარი

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 7 ივ­ნისს გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ქუთაისელია ბე­ბია მცი­რე­წლო­ვან შვი­ლიშ­ვილს კვლავ ეჩხუ­ბე­ბა და ბავ­შვი კი ტირის. ეს სწო­რედ ის ბე­ბი­აა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ შვი­ლიშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ქუთაისში მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე, კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ შუადღისას მოხდა. "აქილევსის ქუსლი - ,,შრომითი უსაფრთხოება”წლების წინ ჩემს მიერ გაშუქებული არაერთი ფატალური შემთხვევა დამიდგა თვალწინ…ქუთაისი 08.06.2026კიდევ ერთი...

დაწვრილებითDetails

“ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალება ტრაგედიაა არამარტო ოჯახისთვის, არამედ ერისთვის”- ქუთაისელ საბა ელიაშვილს გლოვობენ

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
“ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალება ტრაგედიაა არამარტო ოჯახისთვის, არამედ ერისთვის”- ქუთაისელ საბა ელიაშვილს გლოვობენ
მთავარი

ქუთაისელ საბა ელიაშვილს გლოვობენ. მეგა tv-ის ინფორმაციით 8 ივნისს საბა ელიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მეგა ტვ- ი იზიარებს ოჯახისა და ახლობლების დიდ მწუხარებას. ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:   რაც უფრო ბევრს...

დაწვრილებითDetails

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღეს შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, ახალი იდეების განსახორციელებლად. იყავით თავდაჭერილნი ფინანსურ საკითხებში და ნუ გადაერთვებით რისკებზე.   კურო   კონცენტრაცია სამუშაოსა და ყოველდღიურ პასუხისმგებლობებზე დაგეხმარებათ. ოჯახური ურთიერთობები საჭიროებენ ყურადღებას და...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში,პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება - რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვით გამოსვლები კი აღარ გაიმართება. პარლამენტის რეგლამენტში მთელი რიგი ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის 220-ე მუხლს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"