იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებული მომხმარებლები სერვისების ნაწილს უსასყიდლოდ მიიღებენ. კერძოდ ისინი უფასოდ ისარგებლებენ:
- ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;
- უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.
გარდა ამისა, სრულად ვაქცინირებულთათვის 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:
- ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;
- ID ბარათზე სერთიფიკატის განახლება;
იუსტიციის სამინისტოს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება სრულად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.