“ტურიზმის მსოფლიო დღის მოახლოებასთან ერთად, გვსურს, გაგაცნოთ საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განსავითარებლად შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი პროექტების ნაწილი” – ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს:
“- ამ ზაფხულს USAID-მა საქართველოში ინფლუენსერთა ჯგუფი ჩამოიყვანა, რითაც მსოფლიოში 4 მილიონამდე პოტენციურ ტურისტს ქვეყანა გააცნო.
– უკვე ნახეთ კერამიკული ფილებით შექმნილი ულამაზესი მოზაიკა გორში? ის ხელოვანმა ირინა შოთაძემ მას მერე შექმნა, რაც USAID-ი კერამიკის ღუმელის შეძენაში დაეხმარა. ახალი ღუმელის დახმარებით მან 1001 მოხატული ფილა საჯაროდ გამოფინა და ის უკვე პოპულარული ადგილი გახდა გორში.
– ასევე, USAID-მა მხარი დაუჭირა ახალ ინფრასტრუქტურას 15 მუზეუმისთვის: შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და თუშეთში.
ამერიკის მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს რეგიონებში უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კვალდაკვალ სამუშაო ადგილების შექმნას, რისი ერთგულიც არის ეს პროექტი.
– USAID-ის მხარდაჭერითვე, დაახლოებით სამასმა „ციფრულმა მისიონერმა” გუგლის პლატფორმებზე ტურისტული ბიზნესები და ძეგლები დაიტანა. ეს ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას. ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით მათ გააციფრულეს 3,000-ზე მეტი ადგილმდებარეობა.
– არანაკლებ მნიშვნელოვანია USAID-ის მხარდაჭერით შექმნილი ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, რომელიც 15 ბიზნეს ასოციაციას აერთიანებს ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიიდან.” – ნათქვამია